დევი და ნაცარქექია

19.08.2008

მე, შენ, ისინი – ჩვენ ერთად ვართ ქართველი ერი,
დასაბამიდან გვესეოდა ურიცხვი მტერი,
ჩვენი სამშობლოს სილამაზით „მოხიბლულებმა“,
„ხმელეთ ზურმუხტზე“ ჩამოგვაჭრეს ბევრი „ნაჭერი“.

ჩვენი დაპყრობის, დამონების ამბიციები,
მტერ-მეზობელი მეფეების დინასტიები,
„ქართლის ცხოვრება“ თავგანწირვის გრძელი ჯაჭვია,
რასაც ღაღადებს უსასრულო ომთა სიები.

მუდმივი ბრძოლის სამი გრძელი ათასწლეული,
თუმცა ვიყავით მტრებისაგან ბევრჯერ ძლეული,
ვერ დაგვიმონეს, ვერ აგვყარეს ჩვენი მიწიდან,
ქართველი მაინც ლაღია და გამორჩეული.

უკიდეგანო მიწისა და სივრცის მფლობელი,
ვისაც კი მისწვდა არის ყველას დამამხობელი,
„ვლადი“ – დაიპყარ, დაიმონე – მათი დევიზი,
ვაი იმ ხალხებს, ვისაც რუსი ყავს მეზობელი.

დიდი წარსულის, ცივილური, მძლავრი ერები,
დემოკრატიის უპირობო მხარდამჭერები,
რუსეთი „ნორჩი“ ცხრაასი წლის სახელმწიფოა,
პეტრემ ნაციას ძლივს გაპარსა გრძელი წვერები.

ოთხასი წელი მონღოლების უღელში მყოფი,
დამცირებული, მონღოლებთან ცოლის გამყოფი,
მაშინაც, დღესაც არაყია მათი „სამოთხე“,
ლოთობის სენით იბადება მათი ნაყოფი.

რომ ვთქვათ ალალად, ალბათ არც კი გაემტყუნება,
მონას აქვს მხოლოდ ერთადერთი მძლავრი ცდუნება,
ძლიერს ძაღლივით უერთგულოს, სუსტი ჩაქოლოს,
საუბედუროდ ასეთია რუსის ბუნება.

მონღოლის მონად „გამოზრდილი“ რუსი ვანია,
ჩვენი ჭირია ორას წელზე მეტი ხანია,
სტალინმა იგი „ატომიან“ მხეცად აქცია,
ქართველი იყო, რაც ძალიან დასანანია.

ახლა რა ხდება?! – არც ახლა ვართ უკეთეს დღეში,
რუსეთი ცდილობს მოგვამწყვდიოს თავის მახეში,
სამაჩაბლო და აფხაზეთი ჩამოგვაგლიჯა,
მონა-მპყრობელის კლანჭებში ვართ სივაგლახეში.

მტერი რომ თავზე საყრელი გვყავს ცხადზე-ცხადია,
ისმება კითხვა-ქართელებო! ჩვენ რა გვწადია,
ნაცარქექიას ოინებით თავის შექცევა?!
თუ ქუდზე კაცით მთელი ერი გავხდეთ „გვარდია“.

ბომბებს გვესვრიან ხმელეთიდან, ზღვიდან, ზეციდან,
გვერეკებიან სოფლებიდან, ქალაქებიდან,
რა თავში ვიხლით აურაცხელ „ფირმა“ მანქანებს
გამგელებული რომ მოვათრევთ უცხოეთიდან.

ალალად უნდა ვაღიაროთ მანკიერება,
ღობე მორღვეულ ქვეყანაში რა გვემღერება,
ორ დღეში რუსი თბილისამდე შემოჯლიგინდა,
სხვებს ვეხვეწებით, ვერ შევძელით ჩვენ შეჩერება.

ჩვენთვის ამჟამად ისრაელი მაგალითია,
სამშობლო ფეხზე იქ არავის არა ჰკიდია,
უდაბნო მიწას თავგანწირვით, კბილით იცავენ,
ქალიც კი ხელში ავტომატით, იქ რიგითია.

რაც დაიკარგა, კიდევ ბევრი დაიკარგება,
თუ ყველამ ერთად არ შევცვალეთ ჩვენი გაგება,
რის ფუფუნება, „ჯიპები“ და აგარაკები,
ჯერ ღობე თორემ, რაც შიგნით გვაქვს – ოხრად დაგვრჩება.