მაკედონელი

02.11.2009

კაცობრიობას ახსოვს ბევრი დიდი მპყრობელი,
ყველაზე მაღალ კვარცლბეკზე დგას მაკედონელი.
ბიჭის ასაკში მან დაიპყრო მთელი მსოფლიო,
არც ვინ აღმოჩნდა შემდგომ მისი გადამწონელი.

უკვდავებასთან შერწყმულია მისი დიდება,
მის ფენომენზე დღესაც ბევრი წიგნი იდება,
თუმცა გასული ოცდახუთი საუკუნეა,
არ უწერია ალექსანდრეს გადავიწყება.

ცოტა რამ დარჩა ამ ზეკაცის სიტყვა-ნათქვამი,
და რაც შემორჩა ღირს დაფიქრდე, დაკარგო წამი,
“არაფერია განცხრომაზე უფრო მონური,
მხოლოდ შრომაში კაცის განცდა არის მეფური.”