პროტეზი

26.03.2016

კაცობის სტიმულს მაძლევდა
ლექსი ვეფხვის და მოყმესი
დღეს სულ სხვა რამე მაწუხებს
როგორ მოვირგო პროტეზი.

პროტეზი თვალზე, კბილებზე,
ორივე ფეხზე პროტეზი
ვცდილობ როგორმე გავზარდო
სიცოცხლის გზა უმოკლესი.

ფეხების შუაც დამეწყო
გარდაცვალების პროცესი
ვეძებ და ვერ მიშოვნია
მყარად ადგომის პროტეზი.

ჯერ ვერ შეიქმნა როგორც ჩანს
თუმცა დიდია პროგრესი
ბებრებსაც გვინდა ქალები
თუკი გვექნება პროტეზი.