ნიუტონის ვაშლი

29.03.2016

როდესაც ვაშლი ზემოდან
ნიუტონს თავში დაეცა
ტკივილი ვიღას ახსოვდა
აზრი სულ სხვაგან გაექცა

ერთი ფორმულით გახადა
სამყარო ძალზე “მარტივი”
ძლიერთა ამა ქვეყნისა,
უბოძეს სერის პატივი.

ლორდთა პალატის სხდომებზე
მისცეს უფლება დასწრების
უხმოდ უსმენდა ლაპარაკს
ამ გაბღენძილი კაცების.

სამ წელში ერთხელ ითხოვა
მან სიტყვა და ეს აკმარა,
-დახუთულია ჰაერი
გამოაღეთო ფანჯარა.

5 thoughts on “ნიუტონის ვაშლი”

  1. Pingback: cialis 20mg pills
  2. Pingback: flagyl tinnitus
  3. Pingback: bactrim 200/40

Comments are closed.