31.03.2008
ადამის მოდგმის დიდი რწმენის მძლავრი ნაკადი,
„ბიბლია“ – მოსე, ბუდა, ქრისტე, იქვე მაჰამადი,
ღმერთი ერთია, მარადი და შეუცნობელი,
რწმენით და ლოცვით ხდება იგი ჩვენთვის „აღქმადი“.
კაენის ცოდვით კაცთა მოდგმა ყველგან მსგავსია,
კაცი უძღები – შურითა და მტრობით სავსეა,
ცოდვის ბორკილით „შეპყრობილებს“ გვიჭირს გაგება,
რომ „სიყვარული“ თვით სამყაროს – ღმერთის არსია.
სიხარულია, ტკივილია, თუ მწუხარება,
გვიჭირს „მოთოკვა“, გვიმძიმს მათი მარტო ტარება,
ანდაზა ამბობს – „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო”,
შვება ღმერთია – ანუ მასთან „გაზიარება“.
სულმოკლე, სუსტი, მერყევია კაცის ბუნება,
ხშირია მისგან „ჭეშმარიტის” გადაბრუნება,
ერთია – თითქმის, „ყველასთვის“ რომ სასურველია,
„სხეულებრივი“ სურვილების „გაფუფუნება“
განგების ნებით ზოგი არის გამონაკლისი,
ურწმუნოს „ყამირს“ რომ „აბრუნებს”, როგორც სახნისი.
ერზე ამაგით ის წააგავს ბიბლიურ მოსეს,
მართმადიდებელ საქართველოს „მამასახლისი”.
„ღირსება“ ჩვენი ეკლესიის აღდგენილია,
მრევლი ტაძართა არნახულად რომ გაზრდილია,
ზარების რეკვა გვესმის ყველგან, ყველა სოფელში,
მოხდა – რადგანაც მოძღვარია მამა – ილია.
წარსულს ჩაბარდა „ღვთის სახლების“ გაჩანაგება,
ხდება პირიქით, განახლება, ახლის აგება,
და უწმინდესმა ღვაწლი იმით დააგვირგვინა,
ელიას მთაზე რომ აღმართა წმინდა სამება.
უფალთან სულის „მიახლების“ ურყევ ძახილში,
„ბიჭის“ ასაკში როცა კაცი არის „ღრმა ძილში“,
კათოლიკოსი მისწვდა რწმენის ისეთ სიმაღლეს,
ის ჩადგა ერის მოღვაწეთა „უკვდავ ნაწილში”.
თუ გვინდა „ეშმაკს“ გავერიდოთ, არ მივცეთ „ხარკი“,
ღრმად გავიაზროთ, რას გვასწავლის ჩვენ – პატრიარქი,
— „რწმენის გარეშე სიცოცხლეა ძალიან ძნელი,
შიშისმომგვრელი, უაზრო და მტანჯველი“ – ბარგი.
„თუ შენთვის წმინდა ეკლესია დედა არ არი,
არც ღმერთი არის შენთვის მაშინ მამის სადარი“,
„სხვას მიანიჭო სიხარული“ აზრია „ყოფნის“,
„არყოფნაში“ რომ ჰპოვო უფლის თავშესაფარი.
„ბოროტი ტანჯავს ადამიანს, ებრძვის სიკეთეს“
მის ცოდვილ სულზე იზრდება და ყლორტებს იკეთებს
იმიტომ კარგავს ერი „წამლით“ საკუთარ შვილებს,
მშობელმა-სკოლამ თავის დროზე რომ ვერ „მიხედეს“
— „მე ხშირად ვხედავ ახალგაზრდებს, ხალისიანებს,
სულის ჭმუნვა და სევდა თვალებს რომ „უწყლიანებს“.
„გულთმისანია“ პატრიარქი – მან კარგად იცის
ლოცვად შედგომა უფლის გზაზე „დააგვიანეს“.
— „მამა-შვილობა შეჯიბრია ძველის და ახლის,
თუმცა შვილია მომავალში მფლობელი „სახლის“.
ეშმაკი ყოფს და მტრობის ძალით აშორიშორებს,
ღმერთი აერთებს მათ – როცა სწამთ ღვთიური მადლის“.
— „ტელევიზია უტიფრობას როცა აჩვენებს,
სულიერებას „დამანგრეველ“ დარტყმებს აყენებს“.
ეს წუხილია პატრიარქის ჩვენს მომავალზე,
რასაც შვილების „საქციელი“ ხშირად გვახსენებს.
— „ღმერთმა კაცს მისცა „არჩევანის“ თავისუფლება,
მაგრამ თუ იგი ეშმაკს ხშირად „ემსახურება“,
ამქვეყნად ცოდვილს, „იქ“ დახვდება უფლის სამსჯავრო,
სასუფეველის კარი მისთვის „დაიხურება“.
აი რას ბრძანებს პატრიარქი, „მდიდარის“ ფულზე,
მათ მფლობელებზე – „ახლანდელზე“ თუ „გარდასულზე“,
ოქრო „ერთგულად“ მიაცილებს სამარის კართან,
„ორგულად“ ტოვებს, აღარ „ნაღვლობს“ ცოდვილის სულზე.
— „უსასრულობა სამყაროსი არ იზომება,
რადგან „შემოქმედს“ ვერ მისწვდება კაცის გონება,
ყოველი დიდი მოაზროვნე უფალთან „მიდის“
ლოცვას აღავლენს, რომ „უბოძა“ ზეშთაგონება.
— „სულიერ სიკვდილს არ გულისხმობს გარდაცვალება,
ეს არის გვამთან განშორება, ფერისცვალება,
წინ კარიბჭეა, გზა უფლისაკენ – სასუფეველში,
„აქ“ სულზე ზრუნვით, გვეღირსება „იქ“ ნეტარება“.
ხალხი ჩართული ამ ცხოვრების „ორომტრიალში“,
ყველანაირი კაცი არის მრევლის სიაში,
კათოლიკოსის მოწოდება ყველას ეხება —
„სულის სავანე არის მხოლოდ ეკლესიაში“.
რადგან იგია ერის „მამა-ნათელმხილველი“,
უფალის შემდეგ სამშობლოა მისთვის „პირველი“.
ამიტომ არის ჩვენც სამშობლოს ხშირად „გვახსენებს“,
რომ არ „დაინგრეს“ ჩვენი ფუძე და საძირკველი.
— „ახალგაზრდების წინ იშლება დიდგორის ველი,
მან უნდა შეძლოს „დავითობა“ თუა ქართველი“,
„მესიის მახვილს“ ემსგავსება სიტყვა ელვარე,
ქართული სულის მთელი არსის გამომხატველი.
სიწმინდეები რაც შემოგვრჩა „კარგად“ თუ „ავად“,
კათოლიკოსი დგას ბურჯივით, მათ დასაცავად.
ხელნაწერია, ფრესკები თუ საგალობლები,
არათუ იცავს, თვითონაც ქმნის შესანიშნავად.
მძიმეა ჯვარი პატრიარქის – მისი ტარება,
მასთან გროვდება ერის ცოდვა თუ მწუხარება,
ჩვენი სულები როცა ბორგავს ტანჯვის მორევში,
იგია ჩვენთვის ღმერთის სიტყვა და სახარება.