სტალინის იმპერია

10.05.1987
 ―პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით

თიხის ფეხებზე იდგა კოლოსი,
სახელად ერქვა მას ნიკოლოზი.

და მოდგმა მისი სამ საუკუნეს,
ავად თუ კარგად მართავდა რუსეთს.

ცხრაას ჩვიდმეტში დრო დადგა ავი,
ნიკოლოზ მეფეს მოჰკვეთეს თავი.

იღწვოდა ხალხის სახელით ― რაკი,
მეფე ― „მუჟიკის“ გახდა ზვარაკი.

„რატომო“! ― მეფე კითხავდა ვიდრე,
ზედვე დააკლეს ტახტის მემკვიდრე.

რომ წაშლილიყო გვარ-ტომი მათი,
არც ქალებს მისცეს რამ, შეღავათი.

ცოლს მიაყოლეს პრინცესა სამი,
გაწყვიტეს მეფის მთელი ნაგრამი.

ლეშად აქციეს ნახევრად ღმერთი,
დარჩა უთავოდ, მთელი რუსეთი.

თავის, თუნდ ჩლუნგის, გარეშე განა!
არსებობს ერი, ანდა ქვეყანა?!

გახდა რუსეთი მთლად უმართავი,
ბევრს თუმცა მხსნელად მოჰქონდა თავი.

ვინ აღარ იყო ― ანარქისტები,
ესერებია თუ მარქსისტები.

იყო ყაყანი, კამათი, ბრძლა,
თუ ვის შეეძლო ხალხის გაძღოლა.

პლატფორმის, აზრის ნაირგვარობა,
თუმცა დროებით ყავდათ მთავრობა.

ამ ბალაგანში გამოჩნდა ძალა,
სხვებს სურვილები, ვინც აუკრძალა.

„ხალხის სახელით ვართ მოვლენილი,
არის პარტია!“ ― იტყვის ლენინი.

ზამთრის სასახლე აიღეს შტურმით,
შევარდნენ თოფით, ცხენით და ურმით.
ძველ მთავრობაში „ნაძირალები“
რევოლუციის რკინის სარდლები,
სტალინი, კამო, ძერჟინსკი, ფრუნზე…
რუსეთს დასცქერის, ვით ხელის გულზე.

ფანატიკური ძახილით „ურაა!“
პლორეტარს უკვე აქვს დიქტატურა.

დიდი ლენინის მძლავრი გონება,
ყველაფერს სწვდება, ეპატრონება,
იცის, ადრეა ჯერ გამარჯვება,
თოფ-იარაღის გვერძე დაგდება.

არ უნდა წარსულს მოდრიკოს ქედი,
არაფერს არ თმობს ძველი რუსეთი.
ხალხი ტანჯული, მშვიდობის მდომი, ―
ისევ დაიწყო რუსეთში ომი…

იქით არიან დენიკინები,
ვრანგელი-კოლჩაკი და სხვა ჩინები,
„ვინ ლენინია! ― რისი პარტია!“,
ზიზღით აფურთხებს თეთრი გვარდია.

აქეთ ხელი-ხელ გადაჭდობილი,
მარქსის მოძღვრებით ახლად, შობილი,
ჩამოკონკილი მშიერი მასა,
ძველების ქვაზე, არ ტოვებს ქვასა.

― „არ დაგინახოთ რუსეთში აწი!“
არისტოკრატებს უჩვენეს ბრანწი.

გაცილებაზე იყო ხმაური,
და შამპანურის ნაცვლად პანღური.

ისტორიული სანაგვის იქით,
დამარხეს ძველი, რისხვით და რიხით.
― „არ გვინდა მათი აღარც ავეჯი,
არც ჯამ-ჭურჭელი და არც კამეჩი…“

წარმატებებით შესული ეშხში,
ძველს არ ინდობენ აღარაფერში.

ნელ-ნელა დაცხრა ბრძოლის ყიჟინა,
ბევრმა სიძნელემ თავი იჩინა.

ძველი დროების მორჩა ქელეხი,
მტრად ექცა ღატაკს, მდიდარი გლეხი.

― „ხალხი შიმშლობს! არა გვაქვს პური!“
არ გაიბერტყა კულაკმა ყური.

ლენინმა გასცა განკარგულება,
„რკინის კაცს“ მისცა ყველა უფლება.

― კულაკო! ― ნებით არ გვაძლევ? ― მასე?!
ძალით წაართვა ტომრები სავსე.

გზავნა და გზავნა მძიმე წონები,
ხორბალით სავსე ეშელონები.

ამ დროს ჩაფლული საქმით ყელამდი,
ავად შეიქნა დიდი ბელადი.

მან ვეღარ შეძლო ხომალდის მართვა,
რადგანაც იდგა სიცოცხლის ზღვართან.

მემკვიდრედ დასვა ფოლადის კაცი,
ერთობ უხეში, ბრძენი, მამაცი.

რომ არ დარჩება არცერთი „ანტი“,
ეს კაცი იყო მტკიცე გარანტი.

ისე აგიხდა სულ ყველაფერი,
როგორც მან მოსრა ყოველი მტერი.

მტრებს მიაყოლა ბევრიც მართალი,
ხალხმა დაიწყო შიშით კანკალი.

საჭესთან იდგმა მტკიცედ და კუშტად,
კრავდა ქვეყანას მძლავრ რკინის მუშტად.

როცა დაგვესხა თავზე ჰიტლერი,
მსოფლიო წარღვნის მასშტაბის მტერი,
ამ მუშტით საზღვრებს იქით განთესა,
მერე კი შესძლო მისი გასრესა.

ჯერ არ ნახული მოიგო ომი,
დრონი მეფობენ ― დაბერდა ლომი.

კარგად იცოდა ― რაღა თქმა უნდა,
ათას წლებიდან თუ ვინ დაბრუნდა.

მეხსიერება ადამის ძეთა,
ინახავს მხოლოდ დიად საქმეთა.

― რადგან მსოფლიოს იყო მპყრობელი,
იმიტომ ვიცით მაკედონელი.
― თუ ვინმე იყო, ერთიც ეს არი,
რომის მშვენება, დიდი ცეზარი.
― რამდენი აგერ გამოხდა ხანი,
მაინც შემოგვრჩა ჩვენ ჩინგიზ-ხანი.
― ხალხები ყლაპა, როგროც საკენკი,
იმიტომ გვახსოვს ჩვენ თემურ ლენგი.
― თუმც აგერ იყო ნაპოლეონი,
მარად იცოცხლებს ომის დემონი.

ხომ იქცეოდა ისიც ამგვარად,
― ხოდა, სტალინიც იცოცხლებს მარად.

სიცოცხლეშივე ბრმად ვცემდით თაყვანს,
ვლოცავდით მისი ბავშვობის აკვანს.

არც ტყვილა! ― ისიც ზრუნავდა ხალხზე,
რომ მოკვდა თმები დაგვიდგა ყალყზე.

შემდეგ გალანძღეს, ათრიეს მკვდარი
ვერვინ მონახეს მისი სადარი.

მერე მოვიდნენ სხვანი და სხვანი,
არც ერთს არ მისცა მან გასაქანი.

მათი ფაფხურიც წარსულს ჩაბარდა,
40 წელს იდგა „ლითონის“ ფარდა.

ასეთი იყო ახლო წარსული,
შიშით გვასწავლა მან სიყვარული.

მოკვდა სტალინი! ― იმპერიაში,
ევროპულ მხარეს, თუ აზიაში,
კედლებში გაჩნდა დიდი ბზარები,
ხალხებმა გახსნეს „ციხის“ კარები.

დიდი მცდელობით და წარმატებით,
ამერიკული მილიარდებით,
კომუნისტური შეწყდა „ყმუილი“,
„ძმობის“, „ერთობის“ დიდი ტყუილი.

ფოლადის ნებით, გენიალობით,
მთელი მსოფლიო შეაზანზარა,
ქართველი იყო ის წარმოშობით,
რომ ვიამაყოთ, ესეც კი კმარა.