ადამი და ევა

05.08.1986

ვინ იცოდა თუ ოდესმე
ხალხებს რწმენას შესძენდა,
მათეს, ლუკას, იოანეს
და მარკოზის ლეგენდა.

სახარება ყვება: ღმერთმა
როგორ შექმნა ადამი,
და იმასაც, ევა ვაშლით,
როგორ გახდა „მადამი“.

ღმერთმა მისცა ტრფობის ძალა
ევას უზარმაზარი,
ადამი კი ევას ფონზე
ალბათ არის – საპყარი.

ევას დიდი პოტენცია
ღმერთმა სხვა გზით გაქვითა,
„ტანჯვით შობოს, მერე ზარდოს,
შვილი – წვით და დაგვითა.“

ამიტომაც ბევრი ევა,
არის ტრფობის ბუნაგი,
ადამი კი ვერ ივაჭრებს,
თუნდაც იყოს მსუნაგი.

რატომ? – მისი მოსავალი
გვიან-გვიან მწიფდება,
ერთს არ ყოფნის და სავაჭროდ
დახლზე როგორ იდება?

ფეხმძიმობა, მერე შობა,
ადამს სულ არ ეხება,
მისი საქმე არის მხოლოდ
ევას ვნებით შეხება.

რა გამოდის? – როცა ადამს
ტრფობის ალი ედება,
მაშინ ევას ემონება
მთელი მისი ქმედება.

და ევასაც ეჩვენება
რომ დაიპყრო ადამი,
ყბებში უკვე გაუყარა
მორჩილების ლაგამი.

მაგრამ ვაი?! ტრფობის ალი
ადამს მალე უქრება
აღარ უნდა სიყვარულით
ევას დასაჩუქრება.

ყურადღებას ითხოვს ევა,
სიყვარულის თანხლებით,
ხან მაცდურად მორჩილია
ხან ებრძის გაანჩხლებით.

წარმოსახვით ბატონობა
ევას ხშირად ემსხვრევა,
ასეთია ცხოვრებაში
მილიონი შემთხვევა.

ვთქვათ, ადამმა გაიჩინა
მეგობარი ახალი,
მაშინ ნახეთ ევას დარდი,
წყევლა, აყალ-მაყალი.

თუ პირველთან სიყვარული
არის დამთავრებული,
მეორეა ვითომ მისგან
დიდად განსხვავებული?

იცის ევამ ადამიკოს
ნეკნისგან რომ შეიქმნა
მაგრამ ასეთ აზრთან მისი,
შეგუება ვერ იქნა.

ისიც იცის, რომ ადამი
სულ პატარა დოქია,
სხვამ თუ შესვა, რაღათ უნდა
იგი მუხლიჩოქია.

მართალია ადამიკო
ჭურჭელს ჩქარა აავსებს,
მაგრამ ორი ევას ტრფობას
ვერა, ვერ შეათავსებს.

და ამრიგად ხშირად ვხდებით
ჩვენ იმ ფაქტის მოწმენი,
იძლებით არის ევა
ბევრი რამის მომთმენი.

ბანს აძევდა საუკუნე,
საუკუნის მოძახილს,
და ნელ-ნელა იქმნებოდა
ადამ-ევას ოჯახი.

ოჯახი კი ჯახია და
არა ველზე ნავარდი
მოვალე ხარ შექმნა იგი
სანამ მიწას ჩაბარდი.

რატომ? – თუნდაც იმიტომ, რომ
გვიქადაგებს მესია,
რომ არ შეწყდეს კაცთა მოდგმა
გამრავლება წესია.

და ოჯახმა მრავალ ერში
შეიქმნა თავის ფორმები,
დაუდგინეს ცოლებს – ქმრების
მორჩილების ნორმები.

თუნდაცის, რომ ქმარს პირველად
უნდა დახვდეს ქალწული,
ვინც არ უნდა ყოფილიყო
თუნდაც მეფის ასული.

ხომ არასდროს სთხოვენ სიძეს
ცოლთან დაწვეს პირველად
ასე იყო, ასე არის
ჩვენდა გასაკვირველად.

ანდა ნეტავ რას ხედავდნენ
უხსოვარ დროს ამაში
მკვდარ ქმარს ცოლს რომ ზედ აკლავდნენ
და ატანდნენ საფლავში.

ან მაჰმადის სჯულის კაცებს
თავის ჰარამხანაში,
იმდენი ყავთ ცოლი, თითქოს
სიმინდია ყანაში.

ზემოთ ნათქვამს კარგად ახსნის
ალბათ აზრი თამამი
ქალს არ თვლიდა თავის ტოლად
არასოდეს ადამი.

იმთავიდან იბრძვის ევა
თანასწორი ყოფისთის
და ადამის ბატონობის
მთლიანად დამხობისთის.

მორჩილებას ხშრად ევა
რქების დადგმით ხვდებოდა
რატომ? – ალბათ ასეთ სტატუსს
ის არ ეთანხმებოდა.

და ტრფობასთან ერთად ევას
გულში ქონდა ღალატი
ამ გორდიას კვანძის გახსნა
თემა არის მარადი.

დღევანდელმა საუკუნემ
იგი ასე ამოხსნა:
ბატონობის ჩინ-მედლები
მამაკაცებს ჩამოხსნა.

აიწყვიტა ევამ თავი
აღარა ჰყავს პატრონი
არის თავის სურვილების
სრული ბატონ-პატრონი.

თავის ჭკუას რომ დაეყრდნოს,
აქვს კი ამის გონება?
სჯობს ისევ კაცს დაუჯეროს
ბაბას ააქვს ცხონება.