02.04.2016
დღესაც ჯუნგლის კანონია
დრო იცვლება თუ ეპოქა
მოსპობენ და გააქრობენ,
სუსტმა თუ არ დაიჩოქა.
მოაზროვნე ”მაიმუნმა”,
თუკი რამე მოიგონა,
მეზობელი გაეძარცვა,
პირველ რიგში ეს იღონა.
დიდი ხნის წინ გავიარეთ
ბრინჯაოს და რკინის ხანა,
ატომიც ხომ გავიარეთ,
ბომბით დავწვით მზის ქვეყანა.
ეხლა სად ვართ? რას ვაკეთებთ?
რომ დავჩაგროთ მეზობელი,
ავტომატით ძარცვას უკვე
ჩაენაცვლა საქონელი.
საქონელი ”ჯადოსნური”
არ შექმნილი არასოდეს,
შენი ხმა რომ დედამიწის
ნებისმიერ კაცს ესმოდეს.
ხმა რა არის შენს ოთახში,
უყურებ და ისიც გხედავს,
აიფონი დღეს უჭირავს,
შვილს, ბებიას, მამას, დედას.
ასი გრამი რკინით მიაქვს,
აცწლიანი ხე-ტყის მორი,
არასოდეს არ იქნება
სუსტი მძლავრის თანასწორი.
ამ არეულ მსოფლიოში,
გადარჩენა გვინდა თუკი,
ქართველებმაც უნდა შევქმნათ,
“ლეფტოპი” თუ “ნოუთბუკი”.