გიხაროდეს

06.10.2008

სიყვარულს ჩაგრავს სიძულვილი, შური და მტრობა,
სადაც კაცია, არ მოხდება მისი გაქრობა,
ბოროტი ვნების ამ ბობოქარ ოკეანეში,
აგრძელებს თავის გზას ცოდვილი კაცობრიობა;

არის ანდაზა ინდუსების, უაზრო თითქოს,
სინამდვილეში სიღრმისეულ გაგებას ითხოვს,
სიცოცხლე არის სიხარულის უშრეტი წყარო,
ფარ-ხმალს ნუ დაყრი, ბედმა როგორც გინდა გაგრიყოს;

„როდესაც შენზე საუბრობენ უხეშად სხვები,
გიხაროდეს რომ არ გლანძღავენ არაკაცები,
ხოლო როდესაც გლანძღავენ და ტალახს გესვრიან,
გიხაროდეს რომ არა გცემენ და გადარჩები.

თუკი გცემენ და გამეტებით გირტყამენ წიხლებს,
ტყვიას გესვრიან, ძარღვებიდან გადენენ სისხლებს
გიხაროდეს რომ გაეყრები ბოროტ სამყაროს,
ცაში წახვალ და მამა-ღმერთი თავისთან გიხლებს.