28.03.2016
გული კრულია კაცისა
ხარბი და გაუძღომელი
გული ბრმა ურჩი ხედვისა
თვით ვერას ვერ გამზომელი
რვაასი წლის წინ ნათქვამი
შოთას უკვდავი სიტყვები
დღესაც ხომ ზუსტად ასეა
დააკვირდი და მიხვდები
სიხარბე მომხვეჭელობა
საყოველაო წესია
საშველი ალბათ ის არის
ციდან თუ მოვა მესია
იგივე გაიმეორა
მარკ ტვენმა მწარე სარკაზმით
მსოფლიოს მართავს სიხარბე
დემოკრატიის საკაზმით
ხუთ დოლარს ვინც მოიპარავს
მას ციხე -მკაცრად ისჯება
თუკი მილიონს-პატივი
და მოქალაქის ღირსება
კაცობრიობის ყოფაში
სიხარბის დაკანონება
-ხვალ გინდა წარღვნა დაიწყოს.
დღეს მთავარია მოგება.