მამალი

21.05.2009

ჭაბუკი ძუძუს თუ ხედავს
მძაფრი განცდებით ივსება,
ამიტომ არის გულ-მკერდი
ქალის „მთავარი“ ღირსება.

ყმაწვილო! გინდა მოხუცო!
― ყოველ ჩვენთაგანს ეხება,
არ შეიძლება ჯან-ღონის
არც ყიდვა და არც სესხება.

ვარჯიშთან, ოფლის დაღვრასთან
ვისაც არა აქვს შეხება,
ავადმყოფობის მორევში,
ჩალპება, ჩაიჩეხება.

მძლავრი მკლავების შემყურე,
ქალის სხეული „დუნდება“
რკინის კუნთების „ალყაში“
მას დანებება უნდება.

სუსტი და ლაყე ჭაბუკი
ნაღდად ვერ არის „მამალი“.
ის ვერ იქნება მებრძოლი,
და ვერც ქალების „წამალი“.