01.12.2010
უძლებ თუ ვერა მოზღვავებულ საკუთარ სტრესებს,
დაიმახსოვრე – არავის არ აინტერესებს.
* * *
როცა ვერ ვაღწევ მიზანს, მიჭირს ბრძოლის ატანა,
მაშინ მარცხდება ჩემში ღმერთი – ხარობს სატანა.
* * *
რომის ფორმულა – გამოცდილი ათასწლეულში,
ჯანმრთელი სული ბუდობს მხოლოდ ჯანმრთელ სხეულში.
* * *
ჯუნგლის კანონი მოქმედებს, კაცი-კაცისთვის „მხეცია“
თანამედროვე სიტყვებით, რომ ჰქვია კონკურენცია.
* * *
რათ უნდა ამას ბევრი ფიქრი, ანდა ლაყბობა,
დამღუპველია, უძრაობა, უმოქმედობა.
* * *
სიცოცხლისათვის კაცს სჭირდება მოტივაცია,
უაზრო ყოფამ ყველა კაცი მძორად აქცია.
* * *
გარდაუვალია და შეუცვლელი, უზენაესი განგების ნება,
„ყველა თავისი სიკვდილით ცოცხლობს, ყველა თავისი სიცოცხლით კვდება.“
* * *
თუ საქმის გარდა სხვა რამე, შენთვის „მთავარი“ ჰობია,
მაშინ არ გესმის ჭაბუკო, სიცოცხლის „ფილოსოფია“.
* * *
თუ გინდა რომ სხეულზე კუნთი არ გააწვრილო,
„უმოწყალოდ“ დატვირთე – და მოიგებ ყმაწვილო.
* * *
აუცილებლად ჩავარდები დეპრესიაში,
თუკი ითვლები ზარმაცების „ბოროტ“ სიაში.
* * *
დაუყვედრებლად მოიპოვე „არსობის პური“.
შენი ეცადე, არ იკადრო სხვა კაცის შური.