ჩვევა

15.01.2011

ნარკოტიკები, ალკოჰოლი, თამბაქოს წევა
მთელ მსოფლიოში მოდებული ბოროტი ჩვევა,
ცოდვილი კაცის მისწრაფება „განცხრომისაკენ“,
ნელი სიკვდილით თავის თავზე მძიმე „შეტევა“.

კაცის ქმედება „მე ეს მინდას“ უკავშირდება,
კარგად არც იცის რაც მას უნდა – მართლა სჭირდება?!
„კარგი“ და „ცუდი“ ყველა კაცში არის მრავალი,
შემდეგ ჩვევად რომ ყალიბდება და ქვითკირდება.

„ჩვეულება, რომ რჯულზე უფრო უმტკიცესია“
სიმართლის წილი ანდაზაში უდიდესია,
მიუჩვეველი თუა, იგი არ შეაჩვიო,
თუ შეეჩვია, იგი მისთვის უკვე წესია.

არც ადვილია „ბოროტისგან“ გაქცევა, გაცლა,
ბოლომდე ცდილობს, გაიძულოს შენ „შხამის“ დაცლა,
თავის დაღწევა ალბათ არის შეუძლებელი,
ბოროტ საქციელს თუ კეთილი არ ჩაენაცვლა.

შენ ღმერთმა მოგცა უმაღლესი ღირებულება.
სიცოცხლე – ქვეყნად რომ იცხოვრო, ამის უფლება,
ბოროტი ჩვევა მოიცილე მაქსიმალურად,
თუ გინდა იგრძნო ჭეშმარიტი თავისუფლება.