ჭაბუკო, უნდა იცოდე!

08.03.2008

ნაკლებად სანდო, ხან ცბიერი, ხან უანგარო,
ევა-ადამის შთაგონების მუდმივი წყარო.
გულცივად კაცის “მახრჩობელა” გრძნობის მორევში,
იდუმალი და უცნობია ქალის სამყარო.

კაცების “თვალში” “იაფია” ქალის გონება,
სამაგიეროდ სხეულია “ძვირი” ქონება.
თეძო-მაღალი, დიდი-მკერდი, გრძელი-ფეხები,
ზუსტად ის არის – ყველა კაცი რომ “ემონება”.

მშვენივრად იცის ეს “ამბავი” ყოველმა ქალმა,
კეკლუცობს – კაცი რომ “ჩაფერფლოს” გრძნობების ალმა,
თუ სიყვარულის მარწუხებით “მსხვერპლი გაგუდა”,
მადლობა თქვას – რომ სიცოცხლეს არ “გამოასალმა”

გენიოს კაცთა შედევრები – რაც შექმნილია,
“ამურის” ძალით შთაგონება – ლომის წილია,
ცოდვილ მიწაზე რაც კი ხდება – ცუდი თუ კარგი,
იმ შემოქმედი კაცის უკან – ქალის ჩრდილია.

თუმცა კაცისთვის დაგებული – “ბნელი” მახეა,
ქალი სიცოცხლის განახლების – დედის სახეა.
ანდაზა ამბობს: “ცოლს მოიყვან – თუ არ მოიყვან,”
“აქაც ვაია, იქაც უი” – მაინც “მკვახეა”.

ბიბლიაში კი, ქალი – კაცის ფერდის ძვალია,
ვეჭვობ ეს ძველი სენტენცია რომ მართალია,
ქალი – დედაა, ნიადაგი აღმოცენების,
კაცი კი მასზე “მოხტუნავე” ცელქი “კალია”.

კაცის “ცხოვრება” ქალთან, წუთიც კი არ გრძელდება,
ქანცი “უწყდება”, კბილებამდე ოფლით “სველდება”,
ქალს შეუძლია იქვე სხვებიც “დააშოშმინოს”,
რის “დაღლა” – თუკი არ ისურვა, არც “აღელდება”.

“მსხვერპლის” ძებნაში ქალი – მუდამ “ჩასაფრებული”,
კაცი – ალალი, თამამი და გალაღებული,
ის “ბაყაყივით” თუ მოექცა “გველის” ხახაში,
იმ “საცოდავის” საქმე არის “დამთავრებული”.

განგებამ “ცოცხალს” დაუდგინა ორი – მთავარი,
თვითგადარჩენა – შიმშილია ყველას თავაზარი,
მეორე – შობა, გამრავლება შთამომავლობის,
ასეთი არის ღმერთის ნება – სხვა გზა არ არი.

ქალი ღმერთისგან კაცზე მეტად არის “დასჯილი”
ცხრა თვე ატაროს, მერე შობოს, მან უნდა შვილი,
იგი კაცისთვის მხოლოდ “კარგი გასართობია”,
ამიტომ არის ქალი მუდამ “ნერვებაშლილი”.

ქალმა იცის, რომ მას წინ უდევს დედობის ტვირთი,
კაცთან “გართობა”, რომ არ არის მსუბუქი “ფლირტი”,
ცდილობს შეაბას თავის რჩეულს ქმრობის “ბორკილი”,
სიცოცხლის ხეზე ასე ჩნდება ახალი “კვირტი”.

ქალი – კაცისგან განსხვავებით ვნების “მთესავი”,
“დედა”, – ცბიერი “საყვარელი” და ხან – “მეძავი”,
თუ გაიწია ცხრა კამეჩიც ვეღარ აკავებს,
ღმერთო! ასეთი ქალისაგან ჩვენ “დაგვიცავი”.

ქართველმა კაცმა – ქალს აუგო ღირსი “ხატება”,
რადგან ქალია აკვნის “სუნთქვა” – ერის მატება,
ქართველი კაცი – ცოლს “მეუღლედ” მოიხსენიებს,
რაც, სხვა ერების სიტყვას – ბევრად აღემატება.

ჭაბუკო! როცა ცოლი მოგყავს – ერთი იცოდე,
ბევრი არ არის იმის ღირსი – გრძნობით იწვოდე,
შენი შვილების “დედას” ქალში თუკი ვერ ხედავ,
ის არ დაგინდობს, – შენი თავი შენ “შეიცოდე”.