18 წელი

20.11.2007

თვრამეტი წელი „ჩემპიონი“ ასაკთა შორის,
დრო აღმაფრენის, სიყვარულის, სულის „მაჟორის“,
ცხოვრება როცა არენაა – ქეიფის, ლხინის
ჯერ რომ ვერ გრძნობენ „კაცი ბჭობს და ღმერთი იცინის“

როცა გგონია რომ მუდმივად ასე იქნები,
როცა არ გხიბლავს შრომა, ბრძოლა, სქელი წიგნები.
„მემენტო მორი“ ძველი სიბრძნე შენ არ გეხება,
და არც კი ფიქრობ რომ მოხუცად გარდაიქმნები.

სავალი გზები ცხოვრებაში მოლიპულია,
გაიარო და არ დაეცე – რთულზე, რთულია,
წლებს თუ გაფლანგავ – სიღარიბე ძმად გაგიხდება,
მერე მიხვდები ჭეშმარიტად – „დრო რომ ფულია“.

ზარმაცი ანუ ყალბი კაცი – საცოდავია,
ჯერ თავისთვის და ქვეყნისთვისაც იგი ავია,
სხვისი ხელების შემყურეა იგი ყოველთვის,
და ამიტომაც ბედი მისი მუდამ შავია.

დამღუპველია ფიქრი მხოლოდ საკუთარ „მეზე“,
ეგოიზმი და ნარცისობა „გაგიყვანს ხეზე“,
„რაც არა გსურდეს იგი ჰქმენ“-ო გვასწავლის შოთა,
მოუგე ბრძოლა სატანას და შენგან განთესე.

შენება არის თვითონ ვნება – არა შედეგი,
კაცი აშენებს, უკვე ფიქრობს – რაა შემდეგი,
„თინეიჯერო“ შენც ქვეყანას თუ არ აშენებ,
ვერ იტყვი გულში სიამაყით – „კაცად შევდექი“

თვრამეტი წელი „გვირგვინია“ ასაკთა შორის,
ეხლა იწყებ და ყველაფერი მართლაც შენია,
თუ „სილამაზე გადაარჩენს კაცობრიობას“
ისე მიიღე თითქოს შენი განაჩენია.